Загрузка...
ჯანო გიორგაძე - არ გაცივდეო... / jano giorgadze - ar gacivdeo... - 4 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:05 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » ჯანო გიორგაძე - არ გაცივდეო... / jano giorgadze - ar gacivdeo...


10:54 PM
ჯანო გიორგაძე - არ გაცივდეო... / jano giorgadze - ar gacivdeo...


ქუჩაში ვნახე დახეული დედის წერილი,
ავკრიფე კრძალვით,უეცარი ვიგრძენი სევდა,
სულ ორი სიტყვა იყო ბედად გადარჩენილი,
არ გაცივდეო - შვილს სწერდა დედა.

არ გაცივდეო! - ეს სიტყვები გაგათბობს მარტო
მათში უძილო ღამეები და ღრმა ფიქრია,
ო, მე არ ძალმიძს, არ ვიტირო და არ ვიდარდო,
რომ დედის ლოცვა, ნაკუწ-ნაკუწ ქუჩაში ყრია.

მე შენ მოგმართავ, ვინც დაჰკარგე დედის ბარათი,
შენ, ვინც დადიხარ დედისაგან დალოცვილ გზაზე,
გახსოვდეს მუდამ დედის გული არის მარადი,
და მასზე ტკბილი არავინ გყავს ამ ქვეყანაზე.

მე ამ ლექს ვარქმევ სიტყვებს ბედად გადარჩენილებს
და ვიდრე თვალში ჩაგდგომია სიკვდილის ბინდი
გემუდარები გაუფრთხილდი დედის წერილებს
გემუდარები დედის სათუთ გულს გაუფრთხილდი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1638 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0