Загрузка...
შოთა ნიშნიანიძე - სახუმარო / shota nishnianidze - sakhumaro - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » შოთა ნიშნიანიძე - სახუმარო / shota nishnianidze - sakhumaro


4:06 AM
შოთა ნიშნიანიძე - სახუმარო / shota nishnianidze - sakhumaro


ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
ვაიმე, ბედო უკეთურო!
დაბერებულხარო გნოლივითა,
ცოლ-შვილს მიხედეო, უბედურო.
თეთრად გავათენე პარასკევი,
ფიქრში გავატარე შაბათ-კვირე,
თავმოჭრილი ვარ-თქო – დავასკვენი,
ჰოდა, თავისმოკვლაც დავაპირე.
მოვიდა მეორე ორშაბათი,
ისევ შემეფეთა ის უღმერთო,
ელვამ დამიარა კოჭებამდი,
დილამშვიდობისას გისურვებთო.
მე ახლა თავის მომკვლელი ვარ?
უნდა სხვანაირად ვძლიო სვე-ბედს,
მე ვიცი, რაცხა ოხერი ვარ,
ლექსებს დავწერ და ვიოცნებებ.
ღმერთია ჩემი მწყალობელი,
მე კი – იმ უღმერთოს მგალობელი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1180 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0