Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი / galaktion tabidze - gadmofrenas es korani - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი / galaktion tabidze - gadmofrenas es korani


4:10 AM
გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი / galaktion tabidze - gadmofrenas es korani


გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედლებს ფარშევანგები.
სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დაანებე ფიროსმანას
სევდიანი ტვირთები,
რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვარ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დაულეველი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1436 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0