Загрузка...
ვაჟა ფშაველა - გაზაფხული / vajha fshavela - gazafkhuli - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ვაჟა ფშაველა - გაზაფხული / vajha fshavela - gazafkhuli


4:47 AM
ვაჟა ფშაველა - გაზაფხული / vajha fshavela - gazafkhuli


ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა,
ლეღმა ნაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხულის ზლაზვნითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა განგების ძალსა
მთისა, ბარისა, ტყისადა:
,,გამოიჩინეთ ყველამა,
უნარი გახლავთ რისაცა,
ბრძანებსა არის უფლისა,
აყვავდეს ქვა და ქვიშაცა"
მიწის გულმკერდში ჩახუტულთ
თავი ამოყვეს იათა,
სამოთხის ფერი დაიდვეს
არემარეთა ტყიანთა;
დიდი გამართეს ზეიმი
მწერთა, ოთხფეხთ და ფრთიანთა.
სიცოცხლე სცოცხლობს ყოველგან,
სიკვდილი არ სჩანს, მომკვდარა,
ჟუჟუნა წვიმამ დაუშო,
მთიდან ღვარები მომსქდარა,
გუნდი და გუნდი ყვავილთა
მიწის გულმკერდზე მომსხდარა,
ნაშენი ცხვრის და ძროხისა
ფარებად კარზე მომდგარა.
დიდება უფლის სახელსა,
რა კაი საქმე მომხდარა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1263 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0