Загрузка...
ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო … / terenti graneli - albat mova dro... - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
ხუთშაბათი, 2024-05-09, 2:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო … / terenti graneli - albat mova dro...


4:54 AM
ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო … / terenti graneli - albat mova dro...


ალბათ მოვა დრო …
ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც,
ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან.
დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე
და ეკლესია თითქოს თოვლია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1124 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0