Загрузка...
მურმან ლებანიძე - ციცო / murman lebanidze - cico - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » მურმან ლებანიძე - ციცო / murman lebanidze - cico


7:25 AM
მურმან ლებანიძე - ციცო / murman lebanidze - cico


წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!

მე იმ ასაკში არ ვარ ახლა და
არც იმ ჭკუაზე _ ცოლ-შვილს გავეყარო!
მაგრამ შემომიჩნდა სურვილის მახრა და
პატარა ციცოვ, უნდა დამეხმარო!

ხოლო ციცუნია ტოლებში დაქრის
და შენი მახრა ფეხზე ჰკიდია,
თუმცა სავსე მკერდი მიუგავს სახნისს
და ეს შეახსენებს, რომ უკვე დიდია!

ისე ჩამოგივლის მიწაგასახეთქი,
ვითომც ქვეყანაზე მარტო ის ერთია.
როგორც ხეჭეჭური, ქვაზე დასათხლეში _
ციცო ისეთია!

წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო,
მწყურვალს დაგტოვებსო, დაჰყვები ვინცო,
ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევინებსო _
შენზე თუ უთქვამთ, პატარა ციცოვ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1288 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0