Загрузка...
გრიგოლ ორბელიანი - *** / grigol orbeliani - *** - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:32 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » გრიგოლ ორბელიანი - *** / grigol orbeliani - ***


9:44 PM
გრიგოლ ორბელიანი - *** / grigol orbeliani - ***


იმედო, ნუთუ ღმერთი ხარ, რომ ფიქრი ყოვლის შენკენ ჰრბის!
რომ ჩვენი სოფლად სიცოცხლე უშენოდ არა ნათლდების?
შენ გულს უმშვიდებ ნუგეშით ამა სოფლისგან დევნილსა,
შენ ცრემლსა უშრობ მტირალსა, შენ ატკბობ გამწარებულსა.
თვით საპყრობილეს, დავრდომილს, სასიკვდოდ განმზადებულსა
შენ შვების შუქით უნათებ ბნელ ჯურღმულს და მის ბნელ გულსა;
და თვით მას ჟამსა, ოდესცა უბადრუკს ყოვლი უტევებს,
სამარის კარად შენ მარტო მასა თანაჰსდევ მეგობრულ,
და იქ უჩვენებ სხვა სოფელს, სხვა დღესა დაუღამოსა,
ზეცად ღვთაებრივ ცხოვრებას, ნეტარსა, საუკუნოსა.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1387 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0