Загрузка...
მუხრან მაჭავარიანი - მიწავ ჩემო / mukhran machavariani - mitsav chemo - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » მუხრან მაჭავარიანი - მიწავ ჩემო / mukhran machavariani - mitsav chemo


10:22 PM
მუხრან მაჭავარიანი - მიწავ ჩემო / mukhran machavariani - mitsav chemo


შენი, მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!

იმერეთო ქვემო,
იმერეთო ზემო, -
სიყვარულო ჩემო,
სიხარულო ჩემო...
ძამა გურულებო,
ჯიმა სამეგრელო,
ძმაო ქართლ - კახეთო,
მესხეთ - ჯავახეთო;
მარნის ჩვენის ეშხი
მტერსაც ჩავახეთქოთ,
ოღონდ ჩვენს საქმეში
ნაკლებ ჩავახედოთ.

დიდგორისა ველო, -
ახლა ცრემლისმგვრელო,
კრწანისისა ველო, -
დღესაც გულისმკვლელო...
რაღა გავაგრძელო,
მთელო საქართველო, -
სასოებავ ჩვენო, -
რა ვქნა, რა გიშველო!
შენი მიწავ ჩემო,
ვინც კი იცის გემო;
როგორ დავიჯერო, -
თავს არ შემოგევლოს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1288 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0