Загрузка...
მუხრან მაჭავარიანი - ჩემს პატარა ნანას / mukhran machavariani - chems patara nanas - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » მუხრან მაჭავარიანი - ჩემს პატარა ნანას / mukhran machavariani - chems patara nanas


10:23 PM
მუხრან მაჭავარიანი - ჩემს პატარა ნანას / mukhran machavariani - chems patara nanas


პაწია ქვაბი ცხელია ვითომ,
ცხადია, იცი, არაა ცხელი
და მაინც ხელში იმარჯვებ ტილოს,
რომ არ დაგეწვას ხელი.

ანდა
თოჯინას სასტიკად ტუქსავ,
საბანს უსწორებ,
უწყრები თითით;
ძალიან კარგად იცი შენ თუმცა,
თოჯინა საბანს ვერ გადაიხდის.

მალე,
სულ მალე,
ოდეს აღარ იქნები ბავშვი
და კაბის ჩაცმა არაერთხელ მოგიწევს შავის;
მაშინაც თუ არ მოიტყუე ასევე თავი,
ასევე თუ არ მოიტყუე მაშინაც თავი,
ვაი, შენ მაშინ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2300 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0