Загрузка...
მუხრან მაჭავარიანი - ლხინი ალაზნის ჭალაში / mukhran machavariani - lkhini alaznis chalashi - 5 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » მუხრან მაჭავარიანი - ლხინი ალაზნის ჭალაში / mukhran machavariani - lkhini alaznis chalashi


10:24 PM
მუხრან მაჭავარიანი - ლხინი ალაზნის ჭალაში / mukhran machavariani - lkhini alaznis chalashi


დღეს საქართველო ილტვის ზეცისკენ,
მცირეღა შეგვრჩა რადგანაც მიწა...
შეხედე ჭადარს, _
არის ეს ის ხე,
რომლის ჩეროში ერეკლე იჯდა.

შუაზე აპობს მდინარე სიცხეს.
თავგანწირული ირგვლივ არი სმა.
მოწყენილია თელავის ციხე, _
ვერ იასპინძა რადგან კრწანისმა.

გახურდა ლხინი:
შეეწნა ხმა ხმას,
ხმა გაიმეტა ცის ლურჯმა თაღმაც _
და როცა ეშხში შევიდნენ უკვე,
მამაპაპურმა სიმღერამ მსუყემ _
იალაზანა,
იალაზანა, _
ორმაგი მისცა ალაზანს ძალა
და გადმოლახა ნაპირნი წყალმა.

ქვითინებს მუხა, _ ალაზანს გაღმა,
ილიას თვალწინ რომელიც გახმა...
კახურით გულის ხშირდება ძგერა,
პირზე ღიმილი ახმება გელათს,
თვალები ცრემლით ევსება ხახმატს:
ვერ იდავითა პატარა კახმა!
ვერ იდავითა პატარა კახმა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1255 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0