მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ილია ჭავჭვაძე - ქართვლის დედას / ilia chavchavadze - qartvlis dedas
0:01 AM ილია ჭავჭვაძე - ქართვლის დედას / ilia chavchavadze - qartvlis dedas
„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა". ლეიბნიცი
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, სადღაა მამაპაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა; მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს... აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს... მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს, და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
1858-სა წელსა, 15-სა დეკემბერს, ს. პეტერბურღი„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა". ლეიბნიცი
ქართვლის დედაო! ძუძუ ქართვლისა უწინ მამულსა უზრდიდა შვილსა; დედის ნანასთან ქვითინი მთისა მას უმზადებდა მომავალ გმირსა...
გაქრა ის დროცა!.. დიდმა ნაღველმა, კირთების ქვეშე დაჩაგრულ ბედმა სრულად მოგიკლა სიცოცხლის ძალა, თვით შენი შვილიც ჩრდილად შესცვალა.
მითხარ, სადღაა მამაპაპური მხნეობა, ხმალი, მკლავი ქველური, სახელისათვის ამაყი თრთოლა, მამულის მტერთან მედგარი ბრძოლა?
მას ნუღარ ვტირით, რაც დამარხულა, რაც უწყალოს დროს ხელით დანთქმულა; მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი... ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს,
ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივსცეთ მომავალი ხალხს... აქ არის, დედავ, შენი მაღალი დანიშნულება და საღმრთო ვალი!
აღზარდე შვილი, მიეც ძალა სულს, საგზლად ხმარობდე ქრისტესა მცნებას, შთააგონებდე კაცთა სიყვარულს, ძმობას, ერთობას, თავისუფლებას, -
რომ სიკეთისთვის გული უთრთოდეს და მომავლისთვის ბედთანა ბრძოდეს... მენდე, მიიღებს ნერგს, შენგან დარგულს, და მოგცემს ნაყოფს, ვით კაცი კაცურს.
დედავ! ისმინე ქართვლის ვედრება: ისე აღზარდე შენ შვილის სული, რომ წინ წარუძღვეს ჭეშმარიტება, უკან ჰრჩეს კვალი განათლებული.
1858-სა წელსა, 15-სა დეკემბერს, ს. პეტერბურგი.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 8432 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 2.0/2 |
|
სულ კომენტარები: 1 | |
1
lukaso
(2016-11-13 11:12 PM)
magari leqsia
|
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|