Загрузка...
ვაჟა-ფშაველა - რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს / vajha-fshavela - ra-ginda bedma mimtkunos - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ვაჟა-ფშაველა - რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს / vajha-fshavela - ra-ginda bedma mimtkunos


8:01 AM
ვაჟა-ფშაველა - რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს / vajha-fshavela - ra-ginda bedma mimtkunos


რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს,
რა-გინდ ვარამმა მკბინოსა,
კიდევ შავმღერნებ ერთხელა,
რომ გულმა მაილხინოსა,
მურის მაგივრად არა სჯობს,
პირს ვარდი მაიფინოსა?!
რა კაცი ჰქვიან იმასა,
ვინც ჯავრის ხდება ვირადა!
ადე, შაჰხედე ქვეყანას,
გორიდამ გორის პირადა!
წეღან რო ჩალად არ გიჩნდა,
დაგიფასდება ძვირადა;
რაც უნდა უძლური იყო,
თავს სცნობ უსწორო გმირადა...
არავის არ დაედები
ტყლაპად და ქალმნის ძირადა,
მოზღვავებული ნაღველი
მოგეჩვენება ლხინადა.

1890 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1080 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0