მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » გალაკტიონ ტაბიძე - მზეო თიბათვისა / galaktion tabidze - mzeo tibatvisa
8:05 AM გალაკტიონ ტაბიძე - მზეო თიბათვისა / galaktion tabidze - mzeo tibatvisa
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა, ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები. იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით, ფრთებით დაიფარე – ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ, სული მოუვლინე ისევ შენმიერი, დილა გაუთენე ისევ ციურიდან, სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები, მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება, მზეო თიბათვისა ამას გევედრები.
1912
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2792 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
სულ კომენტარები: 2 | |
2
Tea
(2015-10-11 3:20 PM)
[color=purple]
|
1
გიორგი
(2014-11-06 6:21 PM)
ეს ლექსი მე ძალიან მიყვარს და ძალიან კარგია გალაქთიონ ტაბიძეს ყველა ლექსი მიყვარს
|
|
|
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|