Загрузка...
გალაკტიონ ტაბიძე - რომელი საათია? / galaktion tabidze - romeli saatia? - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » გალაკტიონ ტაბიძე - რომელი საათია? / galaktion tabidze - romeli saatia?


8:07 AM
გალაკტიონ ტაბიძე - რომელი საათია? / galaktion tabidze - romeli saatia?


ეხლა რა თქმა უნდა, ძლიერ გვიანაა.

გულში მწუხარებამ ღამე გაათია…

მაინც არ მასვენებს მწარე სინანული -

რომელი საათია? რომელი საათია?

ვდგავარ ფანჯარასთან, ღამე არ იცვლება,

მთელი შემოდგომა თავზე დამათია.

ეხლა მხოლოდ სამი იყოს, შეიძლება?

რომელი საათია? რომელი საათია?

სამი, შეიძლება, არის მესამედი,

მაგრამ გაიხედავ მაინც წყვდიადია,

კივის სადგურიდან ზარი მეცამეტე -

რომელი საათია, რომელი საათია?

ფიქრში გახვეულა ბნელი დერეფანი,

ღამის მეეტლე რომ ვეღარ დაატია.

ისევ ნერვიულად რეკავს ტელეფონი, -

რომელი საათია, რომელი საათია?

ღმერთო, როგორ მოხდა, წვიმა მოსისხარი

თითქოს შეუწყვეტი კუპრის ნაკადია,

აღარ გათენდება ღამე საზიზღარი!

რომელი საათია, რომელი საათია?

იყო შარლ ბოდლერი: "მწარე და ძვირფასი

თრობის საათია, ღვინის საათია!

ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე - რომელი საათია?


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 5430 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 1
1 RAMIL  
0 Spam
KAI LEKSIA

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0