Загрузка...
ვაჟა ფშაველა - ომის წინ ჯარის სიმღერა / vajha fshavela - omis tsin jaris simghera - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ვაჟა ფშაველა - ომის წინ ჯარის სიმღერა / vajha fshavela - omis tsin jaris simghera


11:32 AM
ვაჟა ფშაველა - ომის წინ ჯარის სიმღერა / vajha fshavela - omis tsin jaris simghera


გული გავლესოთ გრძნობითა,
საცაა დაჰკრავს ნაღარა;
ერთი დავსძახოთ ქართულად,
ხვალ არ გვეცლება, აღარა;
ხვალ გვინდა ცემა მტრისადა,
ხმლის ქნევა, ფარის ფარება,
შავის, შავხალის ხანჯრისა
მტრისად გულ-ღვიძლში ტარება.
სისხლის სმა ღვინის მაგივრად,
ცხენთა ფიცხელთა მალება.
დაე, იტირონ დედათა
შვილთა ლაშქარში წასვლაზე:
ან ვისახელოთ, ან გავწყდეთ
ომში პირველად ჩასვლაზე.
იხილოს მიწამ მშობელმა:
გული გვაქვს პაპათეული,
სისხლი გვიფუის ძარღვებში,
სისხლი ლაშქრობას ჩვეული,
მკლავიც გვაქვს შამქორს ნაცადი,
არა ვართ გამორჩეული!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1450 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0