Загрузка...
ნატო გელაშვილი - გარდაცვალება / nato gelashvili - gardacvaleba - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:07 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ნატო გელაშვილი - გარდაცვალება / nato gelashvili - gardacvaleba


11:41 AM
ნატო გელაშვილი - გარდაცვალება / nato gelashvili - gardacvaleba


ვტიროდი მაშინ, როს მიბოძა მტერმა წამება
ვგლოვობდი ჩემთვის როს დარეკეს მწუხრის ზარებმა
გუშინ კი ისევ დამილეწეს სული ქარებმა
და შვება იყო ახლა ჩემთვის გარდაცვალება.
გარდავიცვალე, ტანთ ჩამაცვეს ძვირფასი კაბა
შავი ძაძებით შემოსილნი გარს მეხვევიან,
საოცარია, რა მინდოდა ამდენ ხანს დაბლა,
როცა ნათელი მზის ტაძარში ასე მელიან.
თვალზე შემაშრა სილუეტი ორი ობოლის,
სულმა სხეული მიატოვა, ცისკენ აფრინდა,
მე აღარ ვიცი ახლა ახლა ვინ ვარ, ანდაც როგორ,
ჩუმად მომესმის გალობანი თეთრი ტაძრიდან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2028 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0