მთავარი » 2014»აგვისტო»6 » ნატო გელაშვილი - ნურასოდეს / nato gelashvili - nurasodes
11:43 AM
ნატო გელაშვილი - ნურასოდეს / nato gelashvili - nurasodes
ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას, ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას, ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს, ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს. ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს. და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს. ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას, ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს, ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს, სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სვამ რაც უნდა ქნას. ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას, და თქვენივე დიდებისთვის ნუ გასწირავთ მას, ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც, არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ, არც. ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით გზად არც მადლობას გეტყვიან და გაკწირავენ მთლად. ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად უნდა შეძლოთ სიყვარული მიმოფანთტოთ გზად. ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად, სანამ ქვეყნად ძვირფასებო ერთმანეთი გყავთ.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..