Загрузка...
ნატო გელაშვილი - არეული სამყარო / nato gelashvili - areuli samkaro - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ნატო გელაშვილი - არეული სამყარო / nato gelashvili - areuli samkaro


11:52 AM
ნატო გელაშვილი - არეული სამყარო / nato gelashvili - areuli samkaro


ახლა სადღაც მზე ამოვა
ახლა სადღაც იწვიმებს.
ახლა ვიღაც იტირებს
ზოგი შარას გაუყვება
ზოგი მტვრიან ბილიკებს
ზოგს ვიღაცა შეიყვარებს
ზოგს კი გადაივიწყებს
ზოგი მხოლოდ ჩუმად არის
ზოგი მხოლოდ ღიღინებს
ზოგი მართლა გულით მღერის
ზოგი მართლა ტიტინებს
ზოგი შიშით დამუნჯდება
ზოგი შიშით იყვირებს
როცა ვინმე წაიქცევა
ზოგი მაგრად იცინებს
ზოგს მდიდარი წაიყვანს და
ზოგს ღარიბი იშვილებს
ზოგს თავისი ავიწყდება
ზოგი გაზრდის სხვის შვილებს.
ზოგს თვალებში სითბო ხარობს
ზოგში შური იღვიძებს
ზოგს პირიდან მირონი სდის
ზოგს ბოღმა და სიბილწე.
ზოგს ძალიან გაუმართლებს
ზოგს ცხოვრება ივიწყებს,
ზოგს მიწაზე ყოფნა უყვარს
ზოგი ცისკენ მიიწევს.
როცა სხვისი კარგით ხარობ
ღმერთი არ დაგივიწყებს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1094 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0