მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ნიკო გომელაური - ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს ... / niko gomelauri - burti tu maqvs, moedani ar maqvs ...
12:18 PM ნიკო გომელაური - ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს ... / niko gomelauri - burti tu maqvs, moedani ar maqvs ...
ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს. ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს. ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს, სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.
ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი, კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი. საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული, მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.
საათი მაქვს გატეხილი ისრით, სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით. ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ, ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.
სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს, სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს. გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა, ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა...
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2430 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|