Загрузка...
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირას / nikoloz baratashvili - fiqrni mtkvtis piras - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირას / nikoloz baratashvili - fiqrni mtkvtis piras


2:53 PM
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ფიქრნი მტკვრის პირას / nikoloz baratashvili - fiqrni mtkvtis piras


და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.
იდაყვდაყრდნობილ ყურს ვუგდებ მე მისსა ჩხრიალსა
და თვალნი ბრიან შორად, შორად, ცის დასავალსა!
ვინ იცის, მტკვარო, რას ჰბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?
მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!
არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება
რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..
მაინც, რა არტის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული რუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?
თვითონ მეფენიც უძლევენლი, რომელთ უმაღლეს
ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,
შფოთვენ და დრტვინვენ, და იტყვიან: "როდის იქნება
ის სამეფოცა ჩვენი იყოს?” და აღიძვრიან
იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..
თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?
მისი სიცოცხლე, ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული,
მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს
თავის მამულსა, თვისთ შვილთა, რომ შემდგომსა დროსა
არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..
მაგრამ თუ ერთხელ სოფელს უნდა ბოლო მოეღოს,
მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?
მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან – შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივსდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნვოს!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4020 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0