Загрузка...
მირზა გელოვანი - საღამონი / mirza gelovani - saghamoni - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » მირზა გელოვანი - საღამონი / mirza gelovani - saghamoni


2:58 PM
მირზა გელოვანი - საღამონი / mirza gelovani - saghamoni


იწყება შუქი, იწყება წყევლა,
თავდავიწყება არსად იწყება.
მე მავიწყდება წარსულში ყველა,
საღამონი კი არ მავიწყდება.
არ მავიწყდება როგორც ქარები,
გარდასულ დღეთა ლეგა ფურცლები.
იცვალენ ყველა შემოგარენი,
საღამონი კი დარჩნენ უცვლელნი.
და სიკვდილის ჟამს, როცა ღელვანი
წაშლიან ცრემლს და ღიმს დასტოვებენ,
მე დამტოვებენ ქვეყნად ყველანი,
საღამონი კი არ დამტოვებენ.

1941 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1208 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: leksebi, leqsi, leksi, leqsebi, poeti, პოეტი, ლექსები, პოეზია, ლექსი, poezia | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0