Загрузка...
ლადო ასათიანი - სასაფლაო / lado asatiani - sasaflao - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:09 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ლადო ასათიანი - სასაფლაო / lado asatiani - sasaflao


3:20 PM
ლადო ასათიანი - სასაფლაო / lado asatiani - sasaflao


ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული,
და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით იესოს ტანჯულ მკერდზე
გადმომსკდარი სისხლის ღვარი?
ვის უნახავს სასაფლაო,უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული,
როგორ მოქრის ,როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?
ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე
და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ,
დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან
და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა?
ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით?
მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები ,
გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები ,
მე მინახავს, ვით სიცოცხლეს, მე -სიცოცხლე ვიგინები.
ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო,ცივი ქვების პირდაპირა
და სიკვდილი შავ ფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად.
მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან:
მეც აქ უნდა დამეძინოს! მეც აქ უნდა მქონდეს ბინა!
იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ, ღირს ვარ გასაწირად,
მაშინ ერთი დაიხსომე, ჩემო ქალო პაწაწინავ:
მოცქრიალდი ჩემს საფლავთან,
ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი,
ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი,
დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი
და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონემამაშენი,
მოიგონე მამაშენი ,შუშა-ოქროდ გასაზრდელო,
თქვი, რომ მოკვდა სიყვარულით, შეუყვარდა საქართველო.
თქვი და ისე გაიცინე, მანანო თვალხატულავ,
რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად!
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული,
ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოჰქრის ნაკადული,
როგორ მოჰქრის, როგორ მოჰქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი,
და როგორ დუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2679 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0