Загрузка...
ლადო ასათიანი - ანდერძი / lado asatiani - anderdzi - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ლადო ასათიანი - ანდერძი / lado asatiani - anderdzi


3:25 PM
ლადო ასათიანი - ანდერძი / lado asatiani - anderdzi


იყავი მუდამ ასე წარმტაცი,

არ შეარცხვინო შენი მანდილი,

გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,

შუაგულ ცეცხლში გადავარდნილი.

გეცვას ქართული კაბა, ქათიბი,

წმინდა სამოსი ჩვენი დედების,

იყავი მუდამ ასე ნატიფი

და ნურასოდეს ნუ დაბერდები!

რომ ის შორს მყოფი, სადღაც შენს იქით

მაინც გხედავდეს ალავერდობას

და შენ გეტრფოდეს, როგორც ბესიკი

ეტრფოდა თავის ანა დედოფალს!

იყავი მუდამ შეუშიშარი,

აწმყოსთან ერთად გწამდეს წარსული,

და მოკვდი ისე, როგორც შუშანა,

მოწამე არჩილ მეფის ასული.

ნუ მოისურვებ სხვა ქვეყნის ამინდს,

გიყვარდეს მხოლოდ შენი მამული

და თუ ტირილის დაგიდგეს ჟამი,

მონახე ჩანგი და სალამური!

იყავი მუდამ ასე წარმტაცი,

არ შეარცხვინო შენი მანდილი,

გახსოვდეს მუდამ შენი ვაჟკაცი,

ბნელ უკუნეთში გადავარდნილი!

1940.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2569 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0