Загрузка...
კონსტანტინე გამსახურდია - საქორწინო / konstantine gamsakhurdia - saqortsino - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » კონსტანტინე გამსახურდია - საქორწინო / konstantine gamsakhurdia - saqortsino


3:40 PM
კონსტანტინე გამსახურდია - საქორწინო / konstantine gamsakhurdia - saqortsino


ჩვენს პატარძალს მოვუქარგეთ
ოცდახუთი ნატი.
დროც მოსულა საქორწინო
და აყვავდა ფშატი.
ამოვქარგეთ გულისპირზე
ნაჩრდილი და ნაშუქარი,
შეეწიოს ჩვენს პატარძალს
დიდედისგან ნაჩუქარი
ღვთისმშობელის ხატი.
მშვიდობაში, მშვიდობაში,
ნუ დალიოს მაცხოვარმა
სასძლოს ჩვენის კიდობანში
ოქრო, ვერცხლი, სათი.
დედას სველი რჩება თვალი,
მამას გული მწყრალი, -
ტყავკაბები, ქათიბები,
ასიოდე ცალი,
სადიაცო, ასზე მეტი,
ქირმანული შალის,
საგულენი, პერანგები,
მოოჭვილი ლალით.
ასი მხარი აბრეშუმი,
ასი მხარი დიბი,
სააბანო ხალათები
შემკობილნი შიბით;
შვინდისფერი ყაბაჩები
ნაკერი გვაქვს სითვით,
სამ სეფეწულს გაათხოვებ
ამისთანა მზითვით.

1956 წ. 16/V. ტფილის.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1416 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0