Загрузка...
ვაჟა ფშაველა - გულს / vajha fshavela - guls - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ვაჟა ფშაველა - გულს / vajha fshavela - guls


3:43 PM
ვაჟა ფშაველა - გულს / vajha fshavela - guls


გულო, ჩემს ხელთ ხარ ცოტა ხანს,
შემდეგ იქცევი მიწადა,
მანამა სცოცხლობ ჩემთანა,
შენც უნდა იყო ბიჭადა!
რაც-კი რამ სასიცოცხლოა,
შესვი, დალიე ხარბადა:
ზოგი გვირგვინად დაიდგი,
ზოგი ჩაიცვი კაბადა,
საწყევრად ისიცა კმარა,
როცა ვიქცევით ლაფადა;
როს მიწას ვიწვნეთ უგრძნობლად,
ჭია-ღუების საჭმელად,
აღარ გვეცალოს სატირლად,
აღარც სიმღერის სათქმელად,
სამარის ქვასა ზედ ეკრას
ნარი და შამბი სანთელად;
ცა სჭექდეს, წვიმაც დიოდეს,
დილის მზეც ამოდიოდეს,
ურიცხვი გუნდი ყვავილთა
მიწიდამ გამოდიოდეს,
სატრფო ჰკოცნიდეს სატრფოსა,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს!

1892 წ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1166 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0