Загрузка...
ბაბუა და შვილიშვილი / babua da shvilishvili - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:58 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ბაბუა და შვილიშვილი / babua da shvilishvili


3:45 PM
ბაბუა და შვილიშვილი / babua da shvilishvili


მამაჩემმა სახლთან ბაღში
დარგო ნერგი-ვაშლის ხე
დილით ადრე ბაღთან სახლში
დავიბადე თურმე მე
ორნივ ერთად ვიზრდებოდით
ბაღში ხე და სახლში მე
ერთმანეთთან ვმეგობრობდით
ერთად ვიყავთ ხე და მე
ხე მცხუნვარ მზეს მიჩრდილავდა
წყალს ვუსხამდი მიწას მე
გაზაფხულმა ნექტრად დაგვმყნო
მწვანით ხე და ვნებით მე
აყვავილდა,დამშვენდა ხე
დავაჟკაცდი უკვე მე
ხემ ნაყოფი ინაყოფა
დავცოლშვილდი უკვე მე
ვაშლი შვილებს ახარებდა
შვილები კი მე
ხე ავდარს და ქარს ებრძოდა
ცხოვრებას კი მე
უკეთესად რომ აგვეწყო
ჩვენ მომავლის დღე
დრომ და ჟამმა თავისი ჰქმნა
გატყდა ხე და გავტყდი მე
მასაც კანი დაეღარა
ისე როგორც სახე მე
აი ასე შევაბერდით
ამ ცხოვრებას ხე და მე
ბაღში გაველ მომენატრა
მეგობრის ნახვა მე
თურმე უკვე წაქცეულა
საყვარელი ჩემი ხე
გული დამწყდა,ვიგრძენ მაშინ
მეც მომელის იგივ დღე
ეს რა შრიალი მომესმა
ვინ მეძახის ამ დროს მე?
გავიხედე,დაკოჟრილ ხეს,
უყლორტია ნორჩი ხე
სახლიდანაც მეძახიან
დღეს ბაბუა გახდი შენ
ო,განგებავ დაილოცოს
შენი ძალა,შენი ზნე
სიცოცხლე რომ უკვდავყავი
თუმც შეგვცვალე ხე და მე
ახლა ვიცი,ახლა მჯერა
სიცოცხლეა მძლეთა მძლე
არასოდეს წაიშლება
ბაღში ხე და სახლში მე.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 4373 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0