Загрузка...
თამარ გეგეშიძე - სიზმარი / tamar gegeshidze - sizmari - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » თამარ გეგეშიძე - სიზმარი / tamar gegeshidze - sizmari


3:46 PM
თამარ გეგეშიძე - სიზმარი / tamar gegeshidze - sizmari


ვვარდები მაღალი სართულიდან,
ფიქრებდახეთქილი.
ვვარდები, როგორც უბრალო საგანი,
როგორც საკინძე,
როგორც ტყვია.
და მტკივა ხელები.
ალბათ, მოლეკულებად დაშლილი ჰაერისგან,
ალბათ, ჰაერისგან მტკივა სხეული,
თორემ არ დარჩენილა გონი ეულად.
ვარდნა ჩემი არის ურითმო,
იქნებ, სხვებიც ჩემსავით მოქრიან
ჩემსავით გაშლილი ხელებით იგლეჯენ
მდუმარე მარწუხებს.
იქნებ, ისევე აწუხებთ უმწეობა,
როგორც ჩემს პატარა ოთახს,
სადაც მე ვიკეტები უმიზნობის ჟამს
და ცრემლებად ვღვრი მორჩენილ სევდას.
მე მოვქრივარ დახუთული,
ჩემი სუნთქვა ხომ ბოძზე გააკრეს,
შენიც.
და ახლა ფიქრებს, როგორც დაჭრილებს,
საფენებს ვუცვლი.
ისე ახლოს ვარ,
სადაცაა დავენარცხები ...
მაგრამ ვიღვიძებ _
მე გავიზარდე მხოლოდ.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1334 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0