Загрузка...
გრიგოლ აბაშიძე - ვალი / grigol abashidze - vali - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:23 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » გრიგოლ აბაშიძე - ვალი / grigol abashidze - vali


3:48 PM
გრიგოლ აბაშიძე - ვალი / grigol abashidze - vali


წლების ფანტელი რაც უფრო მათოვს,
რაც თავდაღმართის დასასრულს ველი,
თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
მზერას ვარიდებ დარცხვენით შელლის.

ხანდაზმულობას სულ ვერ ვიფერებ,
თუმცა დიდი დღეც ბედის ძღვენია
და რომ გრძელდება ჩემი სიბერე,
ლერმონტოვის და კიტსის მრცხვენია.

თვალს ვერ ვუსწორებ შანდორს და ტატოს,
ვისი სიტყვა და ლექსიც მემართა...
ვალის გადახდა მათთვის მეც მმართებს,
რაკი მათი დღე მეც მომემატა.

უნდა ვიხადო დღესაც და ხვალაც,
რაკი სიცოცხლეს ვეღარ ვეხსნები,
რაკი დაწერა მეც მადევს ვალად
დაუწერელი მათი ლექსების.

და ვიდრე გამსრესს სიმძიმე ვალის,
მიჯობს, ჩემთვისაც მალე დაღამდეს,
თორემ როდემდის ვარიდო თვალი
მათ ვისი დღითაც ვცხოვრობ აქამდე.

1991.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1106 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0