Загрузка...
გრიგოლ აბაშიძე - უსამართლობა / grigol abashidze - usamartloba - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » გრიგოლ აბაშიძე - უსამართლობა / grigol abashidze - usamartloba


3:49 PM
გრიგოლ აბაშიძე - უსამართლობა / grigol abashidze - usamartloba


გაზაფხულს ხეთა ჯარიც თან ახლდა, _
ტყეს სად ჩააცვა მწვანე წვრილთვალა?!
ხედავ, ბუნება ისევ განახლდა,
მთა-ბარმა ფერი ისევ იცვალა!

იქუხა ცამ და ღელე ღრიალით
მოვარდა ყალყზე შემდგარ ზვირთებით;
ცეცხლის გამჩენი, ნაკვერცხლიანი,
ატმის ტოტებზე დასკდნენ კვირტები.

ისევ გალობად დასხდნენ ფრთოსნები,
ყაყაჩოს შავი შვენის ხალები;
ყველას დაუდგა ჟამი ოცნების,
განახლების და ფერისცვალების.

შენც სიჭაბუკე უკანვე იხმე,
მაგრამ ვაი, რომ დრო სჯის სხვაგვარად;
არ დაბრუნდება განვლილი სიყრმე,
არ გაშავდება შენი ჭაღარა...

ცეცხლი სისხლს აღარ აახმიანებს
და ნანობ როცა ასაკში შეხველ,
რომ გაზაფხული ადამიანებს
ცხოვრების გზაზე ეკუთვნის ერთხელ...

იმ ერთისთვისაც უფალს მადლობა, _
განვლილზე აღარ გვმართებს გოდება...

და მაინც არის უსამართლობა,
რომ სიყმაწვილე არ მეორდება.

1992.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1936 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0