Загрузка...
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ჩემი ლოცვა / nikoloz baratashvili - chemi locva - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:06 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ნიკოლოზ ბარათაშვილი - ჩემი ლოცვა / nikoloz baratashvili - chemi locva


4:03 PM
ნიკოლოზ ბარათაშვილი - ჩემი ლოცვა / nikoloz baratashvili - chemi locva


ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი
და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი!
ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი,
ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი?

ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას;
პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას,
უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება,
გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება!

ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა,
დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა!
არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა,
არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა!

გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე,
შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე;
და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთ შენდა სათქმელად?
მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 5362 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 2
2 leksis shinaarsi sadaa????????///??  
0 Spam
angry angry

1 ნატალი  
0 Spam
au gtxovt amis ganxiva damiwereet
sad sad sad sad sad sad sad sad

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0