მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ანდრეი ბელი - განდევნილი / andrei beli - gandevnili
4:08 PM ანდრეი ბელი - განდევნილი / andrei beli - gandevnili
მე ვტოვებ ქალაქს საღამოისას, მაკრთობს ხმაურით, ხმებით მგრგვინავით, თუმცა შორიდან ისევ მოისმის ხმა მოქირქილე და დამცინავი.
იქ მარადიულს წლები შევწირე, არც გიფიქრიათ ჩემი დანდობა, მყისვე ჩამქოლეთ, არ შემეწიეთ, თქვენ ჩემი ტანჯვით გსურდათ გართობა.
გტოვებთ, რამეთუ ვარ განდეგილი, თავისუფლებას ვეღარ წამართმევთ, გავრბივარ მწირი ობლად შთენილი პურის ყანაში, მზე რომ ანათებს.
გავრბივარ ისევ და გზას მილოცავს ვრცელი ველები და მე არ ვცხრები, მე დავეცემი ლურჯ ღიღილოსთან, მიწას ჭაღარით მივენარცხები.
ყვავილო, ნამით კვლავ დამასველე, მაპკურე შენი ბროლის წვეთები, მე მეამბოხე სულს მოვასვენებ, სულს გატანჯულს და მოვითენთები.
მზე ჩადის, სხივი ჩუმად მიცოცავს, მზე ჩამავალი ზეცის ფერს შეცვლის, გრილი ნიავი თმას ამიწეწავს, თმას ამიწეწავს ადრე შევერცხლილს..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1162 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|