Загрузка...
ანდრეი ბელი - გაქცევა / andrei beli - gaqceva - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ანდრეი ბელი - გაქცევა / andrei beli - gaqceva


4:09 PM
ანდრეი ბელი - გაქცევა / andrei beli - gaqceva


გაყინულია, დაო ჩემო, შენი თვალები,
თვალები შუშის, შუშის ღილები,
გესმის, ნაძვები მწვანე ტოტებს აშრიალებენ
უამინდობით გათოშილები.

თვალს რად უშტერებ შორეულ ცისფერს,
მოთენთილ ცისფერს, მზერას რომ ავსებს,
მე გაქცევაზე გიმღერებ ისევ
და ცივ, სუსხიან შემოდგომაზე.

`ჩქარა, შეიპყრეთ!~ _ ხმით გამყინავით
ყვირის ექიმი, თან ჯოხს მოძებნის,
დაფეთებული გარბის ჭილყვავი,
მიაფარფატებს ფრთებს ჩამოძენძილს.

შორს, სადაც კალო ძლივს ჩანს წაშლილი,
გვცემეს ბუჩქებმა... არ დავიშალეთ...
ჩემზე ამბობენ, დაო, შეშლილა,
შენზე ამბობენ, რომ შეიშალე.

მე შემოდგომის მომაკვდინებელ
დარდზე გიმღერებ და შეგიცოდებ,
შენი ხელები სიკვდილს მინებდენ,
ეგ მკვდარი ხელი გამომიწოდე.

შეარხევს ქარი მოულოდნელად,
საცოდავ ძონძებს ყინვა ანათებს
და შენი ხელისგულისოდენა
ხმელი ფოთოლი ძირს მოფარფატებს..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1407 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0