მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ანდრეი ბელი - გზა / andrei beli - gza
4:10 PM ანდრეი ბელი - გზა / andrei beli - gza
ბევრი ვიარე, ისევ იგივე გაქცეულ სივრცის ნათება მკვეთრი, ქვასავით მაგარ გზაზე ხრიგინით _ ხრიგინ-ხრიგინით მიგორავს ეტლი.
ეჟვნის წკრიალი ისმის, არ ქრება, მე ვარ სნეული, გზად დანაცემი, და გამოჩანან ნათელ ლაქებად შორს მოლაქლაქე დედაკაცები.
ზვინებთან, სადაც ნარინჯისფერი დგას ნეკერჩხალი უტყვი, ეული, ჩამოიშალა ზეცა ცისფერი, შავი ყორნებით დაფეთებული.
ვესტუმრებოდი ვინმეს სახლშიაც, დაღლილი მყისვე ჩავიძინებდი, მაგრამ სოფელი ისევ მაშინებს მზეამრეკლავი ბრწყინვით მინების.
სახლს გვერდს ავუქცევ, მივდევ დაისებს, ვშიშობ, არ შემხვდნენ ლანძღვა-გინებით, და ისევ, ისევ, ისევ და ისევ ამ მტვრიან გზაზე მივედინები..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1160 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|