Загрузка...
ანდრეი ბელი - ლიანდაგებზე / andrei beli - liandagebze - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ანდრეი ბელი - ლიანდაგებზე / andrei beli - liandagebze


4:11 PM
ანდრეი ბელი - ლიანდაგებზე / andrei beli - liandagebze


განძარცვულ ბუჩქებს ღამე ეხლება,
სულ მალე, ალბათ, ვეღარ მოვძებნი,
ღამის წყვდიადში ჩაიჩეხება
სატელეფონო შავი ბოძები.

ბორბლის ნაკვალევს გუბე რომ მისდევს,
მოასარკევებს ყინულის ბრწყინვა,
ოქტომბრის სუსხი მიკოცნის თითებს,
გათოშილ თითებს მიკოცნის ყინვა.

ძმობა, მჭევრობა ენაწყლიანი, _
გაქრა, განქარდა, ფიქრად არა ღირს
და სამსახურმაც მრავალწლიანმა
დაიმორჩილა სული ამაყი.

ნუთუ იმედებს ფუჭად დავეძებ,
ნუთუ ტირილში წარვლენ წუთები?!
მივწვები რკინის ლიანდაგებზე,
გავირინდები და დავდუმდები.

დავხუჭე თვალი, ცრემლი მინათებს
მზერას და გული ძალუმად მიცემს,
შორს, სემაფორის მწვანე სინათლე
მწვანე ნემსივით გასერავს სივრცეს.

და ორთქლმავალი კივის, ღამიდან
გამოჟონილ შუქს მზერით მოვძებნი,
წამოიშალა არყის ჭალიდან
შეშინებული ბინდის ძონძები..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1199 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0