Загрузка...
ანდრეი ბელი - მინდვრად / andrei beli - mindvrad - 6 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:53 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ანდრეი ბელი - მინდვრად / andrei beli - mindvrad


4:12 PM
ანდრეი ბელი - მინდვრად / andrei beli - mindvrad


მზის კონტური ძველისძველი,
ოქრო პირმოცინარე,
ფორთოხლის და ღვინისფერი
მზე დაჰყურებს მდინარეს.

და ჰაერით მთვრალი მიწა,
მოთენთილი მინდვრები,
ციდან ოქრო ჩამოიქცა,
ბრწყინავს ოქროს ზვირთები.

დავეშვები ბებერ ხევში,
ვტოვებ მზიან ხალიჩებს,
ფეხქვეშ შავი ბელტი ხვნეშის,
ძლივსძლივობით ვაბიჯებ.

ცეცხლოვან მზეს ვემალები
მობიბინე მდელოსთან,
გრილი ქარი შეღამების
ნაკადულთან მელოდა.

მზე ჩაეშვა ძველისძველი,
ზეცა დაცარიელდა,
ფორთოხლის და ღვინისფერი
ქრება დასალიერთან.

მზე ეწვია უცხო მხარეს,
გაირინდა მინდვრები,
მოეფინა შემოგარენს
იისფერი ბინდები.

დრო კი მიდის, მეთხოვება,
ვით დამშრალი ბინული,
სიზმარია ეს ცხოვრება, _
უცხადესად ხილული..


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1200 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0