მთავარი » 2014 » აგვისტო » 6 » ანდრეი ბელი - მიტოვებული სახლი / andrei beli - mitovebuli sakhli
4:13 PM ანდრეი ბელი - მიტოვებული სახლი / andrei beli - mitovebuli sakhli
მიტოვებული მარტოდ სახლი, ბუჩქები სახლთან, ისევ წარსულზე ვდარდობ: `ეხ, წინაპრებო, სად ხართ~.
კედლის ნაბზარში, მაღლა, ხავსი _ ნიშანი მარცხის, ისევ შრიალებს სახლთან ბერი _ ფუტურო ცაცხვი.
ნატრობს ფოთოლი მუნჯი ნებიერ დღეთა ზრუნვას, ჩამონგრეული ბურჯის ჩამქრალ სარკმელთან ბრუნვას.
ვით ყვავილებში გდებით დაჟანგულ ნამგლის რკალი, _ გადაყვლეფილი გერბი კეთილშობილურ გვარის.
წარსულის კვამლი დაგღლის, დარდობ... დაფრენს ჭილყვავი მაღლით, თავს დაგტრიალებს მარტოს.
თვალი შეავლო, ცდილობ, მერე ფანჯრიდან ნახავ ჩინურ ფაიფურს, ტილოს _ კურდღელს ნახშირით ნახატს.
მოჩანს ავეჯი ძველი, ხალთა, ჩამქრალი ჭაღი... უკიდეგანო ველი, უკაცრიელი ბაღი.
თივის ზვინიც კი დარდობს, იხვევს ბინდისფერ ზეწარს... ზეცა... მარტოდ...
მიხურულია კარი, წარსულს ვერასდროს ნახავ, გამოგაყოლებს ქარი ძველი დარაბის ჯახანს..
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1560 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|