Загрузка...
გრიგოლ აბაშიძე - ვინ ახსნის / grigol abashidze - vin akhsnis - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:44 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » გრიგოლ აბაშიძე - ვინ ახსნის / grigol abashidze - vin akhsnis


7:31 AM
გრიგოლ აბაშიძე - ვინ ახსნის / grigol abashidze - vin akhsnis


ადიდებულმა წყალმა გაგვრიყა,
გაღმა-გამოღმა ვდგავართ ცალ-ცალად.
თავისუფლებით რომ დავმტკბარიყავ,
ქვეყნის აწეწვამ არ დამაცალა.

მაინც ვაბიჯებ ცეცხლს ფეხშიშველა,
მტკივა და მეწვის (არ ვარ იოგი)
ვეღარც ღვთისმშობლის კალთამ გვიშველა,
ვერც გვიწინამძღვრა წმინდა გიორგიმ.

იქნებ სიცოცხლე უკვე არა ღირს,
ვინ გამცემს პასუხს, დარჩენილს სახტად,
ვინ ახსნის ჩემი ხალხის ხარაკირს,
როდესაც მისი ოცნება ახდა.

ვინ მეტყვის, რატომ შემომაგება
შარბათის ნაცვლად ბედმა სამსალა,
თავისუფლების გემოს გაგება
წუთისოფელმა რად არ მაცალა!

1994.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1162 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0