Загрузка...
ზურაბ კუხიანიძე - ბიჭები / zurab kukhianidze - bichebi - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:47 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ზურაბ კუხიანიძე - ბიჭები / zurab kukhianidze - bichebi


10:20 AM
ზურაბ კუხიანიძე - ბიჭები / zurab kukhianidze - bichebi


საულვაშეზე გაუჩნდებათ ღინღლი და მალე
საიალაღოდ გაიწევენ, როგორც ხარები...
დედის ნაფერებ, ნაალერსებ ცეცხლიან თვალებს
სხვისი უბისკენ გააპარებენ.

გალაღდებიან და სხეულში იფეთქებს ჯიში,
თითქოსდა მართლაც უნახესო მათ გასაღები.
მამისგან ნასწავლ სადღეგრძელოს, ტოლებთან, ლხინში,
თავის ნათქვამად გაასაღებენ.

არ იკითხავენ, რა აწუხებს, რა ულხინს ოჯახს,
მათი გაფრენით ვინ იხარა, ან ვინ ეწამა...
დაიკოს ნატიფ თეთრ ხელებით დავარცხნილ ქოჩორს
სხვას მიუშვერენ გასაწეწავად.

ნათელ ნაკვალევს დაუტოვებს სახეზე წლები,
თუმცა თვალები არასოდეს არ ხუნდებიან.
და ბოლოს მაინც, ნაომარნი, დაღლილნი გზებით,
მშობელ კერასთან დაბრუნდებიან.

აღარ დახვდებათ აღარც დედა და აღარც მამა
და ბალღებივით ყრუ ქვითინი აუვარდებათ.
მაგრამ დაგმანულ, ცივ ფანჯრებზე, შხამად თუ წამლად,
იკანკალებენ შავი ფარდები.

მხრებს ჩამოყრიან, როგორც ქარით დალეწილ რტოებს,
დანამულ თვალებს შეავლებენ ეზოს ცირცელებს...
ისევ იტყვიან მამის ნათქვამ სადღეგრძელოებს
და დედას ისევ ცოცხალივით დაიფიცებენ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 2070 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 ბექა  
0 Spam
ძალაინ ემოციური ლექსია, გემოვნებიანი და პოეტური. წარმატებები ავტორს.

სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0