Загрузка...
ზურაბ კუხიანიძე - მე რომ არაფერი ვთქვა ... / zurab kukhianidze - me rom araferi vtqva ... - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:17 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ზურაბ კუხიანიძე - მე რომ არაფერი ვთქვა ... / zurab kukhianidze - me rom araferi vtqva ...


10:27 AM
ზურაბ კუხიანიძე - მე რომ არაფერი ვთქვა ... / zurab kukhianidze - me rom araferi vtqva ...


ღამით ციცინათელობ და ლურჯ სიზმრებს გვიგზავნი.
ზოგი შენს შუქს ვერ იტანს, ჩვენ კი შენით ვკისკისობთ...
მე რომ არაფერი ვთქვა,
გული ყვირის-მიყვარსო!

მთაო, ზრდა-გახარება!ოხვრა არ გამაგონო,
შენს ლურჯ მკერდზე ქარებმა მარწიოს და მაგოროს,
შენი კლდე და ქარაფი დარდით ვინ დაგიზახოს,
მე არ გეტყვი არაფერს,
გული ყვირის,-მიყვარსო!

წყალწითელას ჭალაში დაქროლილო ნიავო,
როს უხილავ ფრთას გაშლი, აბა როგორ ვიავო,
ან წამიღე ფრენით და ან შემრიე თიხასო...
მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის-მიყვარსო!

ღამით მთვარის სინათლევ, დღისით მზის მცხუნვარებავ,
ერთგულებავ, სიმართლევ, ვერ წაგლეკოს ქარებმა.
იფრიალეთ დროშადო, აცდენოდეთ ხიფათსო,
ენაც რომ ამომშანთონ, გული ყვირის-მიყვარსო!

საქართველოვ, ვულკანზე გაკიდულო აკვანო,
ერთო ციდავ რუკაზე, ისე მთელო სამყაროვ,
შენზე ლაღ სიმღერათა სიტყვა რამ დამიხავსოს...
მე რომ არაფერი ვთქვა, გული ყვირის-მიყვარსო!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1262 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0