Загрузка...
ეკა ბაქრაძე - საოცარია / eka baqradze - saocaria - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ეკა ბაქრაძე - საოცარია / eka baqradze - saocaria


10:32 AM
ეკა ბაქრაძე - საოცარია / eka baqradze - saocaria


საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ თავსაც ისე დაჰყურებ,
როგორც სრულიად უცხო არსებას
და ვერ პოულობ
სულ მცირეოდენ,
სულ უმნიშვნელო რაღაც მსგავსებას...
საოცარია...
როცა შორიდან
საკუთარ სულთან ამყარებ კავშირს...
მოციქულივით, წმინდა წერილში
უფლის ნებას რომ
სიტყვებად დაშლი
და საკუთარ თავს შეიცნობ სხვაში!..
თუ გინდა სული მართლა დაიხსნა...
როგორ აგიხსნა და განგიმარტო?
რომ დაგანახვო და მიგახვედრო,
საკუთარ თავსაც ზოგჯერ შორიდან,
ზოგჯერ სხვა თვალით უნდა დახედო!
სიყვარულს ტაბუ აქვს დადებული,
დრო კი...
მკურნალი და მოამაგე
ბრმა ბედისწერის ნებას განაგებს,
ყველა სატკივარს შვებას მიაგებს,
ადრე თუ გვიან, ბოლოს და ბოლოს,
სხვაში საკუთარ თავს რომ მიაგნებ!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1538 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0