Загрузка...
გიორგი არაბული - მე და შენ ღმერთო / giorgi arabuli - me da shen ghmerto - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:21 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » გიორგი არაბული - მე და შენ ღმერთო / giorgi arabuli - me da shen ghmerto


10:43 AM
გიორგი არაბული - მე და შენ ღმერთო / giorgi arabuli - me da shen ghmerto


მე და შენ ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი),
არ შეგვიძლია, სხეული რომ წამებას მივცეთ,
ზოგჯერ ისეთი მარტივია შეაღო კარი
და კარის უკან დამწყვდეული ვერ ნახო სივრცე.
გზას მივყვებოდეთ შენ გოლგოთის, მე ჩემი სოფლის,
მერე კი ერთად მივდიოდეთ თოვლში და ქარში,
ჩვენ დედამიწა ისეთივე პატარა გვყოფნის,
სადაც შენ ჯვარზე გაგაკრეს და მე მარტო დავრჩი.
დრო იტყუება... კვლავ გოლგოთის მთიდან დაგვყურებ,
მე პირჯვარს ვიწერ და ვლოცულობ და ღმერთო... "ამინ"
კაცობრიობა დაამწყვდიეს... კარი დახურეს...
ახლა ფანჯრებთან ერთმანეთის სხეულებს ჭამენ.
მიწაზე ყველას დაავიწყდა რწმენაც და ქრისტეც,
ჯვარზე გაცვეს და დაიჯერეს... ჰგონიხარ მკვდარი -
ადამიანებს - ძნელია რომ დღეს რწმენა მივცეთ
მე და შენ, ღმერთო, ან მე და თქვენ, ან... (როგორც არი)


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1207 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0