Загрузка...
ლადო ასათიანი - წარწერა წიგნზე / lado asatiani - tsartsera tsignze - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:08 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ლადო ასათიანი - წარწერა წიგნზე / lado asatiani - tsartsera tsignze


11:05 AM
ლადო ასათიანი - წარწერა წიგნზე / lado asatiani - tsartsera tsignze


შენ წინათ ცაში დაქროდი,
ესიტყვებოდი ვარსკვლავებს,
და დედამიწის წალკოტი
არარაობად ჩათვალე.
შენ მაშინ გულთამხილველად
მეტყოდი მშობლის კილოზე:
"ყრმაო, ყველაზე პირველად
სამშობლოსათვის ილოცე".
შენ წინათ ცაში დაქროდი
და წმინდა სულებს თან ახლდი,
ახლა კი მიკვირს, იმგვარი
აგრე ვით დაჩაჩანაკდი?!
ცხოვრების ორომტრიალში
უპირველესი ყოვლისა-
შენ ხმა დაკარგე წინაპრის,
მამაცი მეციხოვნისა!
მე გავაცოცხლე ხმა იგი
და მინდა ყურში ჩაგძახო:
"ადექ მგლის მუხლიმაიბი,
რამ წაგახდინა, ყაძახო!"
შენი პირველი ოცნების
და პირველ სიტყვის დამჯერემ,
სამშობლოსადმი ლოცვები
ამ ცისფერ წიგნში ჩავწერე.
თავად დავუდექ თამამად
თავადურ ხმათა ღრეობას,
წაიკითხე და პაპათა
დაგიბრუნდება მხნეობა!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1481 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0