Загрузка...
ილია კორძაძე - ოცნების ქალი / ilia kordzadze - ocnebis qali - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ილია კორძაძე - ოცნების ქალი / ilia kordzadze - ocnebis qali


11:08 AM
ილია კორძაძე - ოცნების ქალი / ilia kordzadze - ocnebis qali


რა ლამაზი ხარ არ გეცეს თვალი

მოდიხარ მოსდევ ცხოვრების კიბეს,

შენ უნდა გერქვას ოცნების ქალი

და საპატარძლო კაბაში იდგე.

შენ უნდა გერქვას სიცოცხლის წყარო,

არა,არ დაშრე შენი კვნესამე,

უნდა იწამო მთელი სამყარო,

მაგრამ ვიცი რომ შენ არ იწამებ.

გთხოვ მაპატიო თუ რამ შეგცოდე,

მე სიყვარული მალაპარაკებს,

თუ ტყუილი ვთქვი დაგმე ეს ლექსი

და მიათვალე იგავ-არაკებს.

მე შენი ბედი მართლაც მაწუხებს

შენს ბედისწერას ვიწვევ დუელში,

ჩამოვიცილებ დარდის მარწუხებს

იქნებ გულს მივცე ცოტა ნუგეში.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1229 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0