Загрузка...
ნიკოლოზ ბარათაშვილი - შევიშრობ ცრემლსა … / nikoloz baratashvili - shevishrob cremlsa ... - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 4:51 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » ნიკოლოზ ბარათაშვილი - შევიშრობ ცრემლსა … / nikoloz baratashvili - shevishrob cremlsa ...


11:14 AM
ნიკოლოზ ბარათაშვილი - შევიშრობ ცრემლსა … / nikoloz baratashvili - shevishrob cremlsa ...


შევიშრობ ცრემლსა, ჭირთ მანელებელს,
გულსა დავიწვავ დასანაცრებელს,
და მისსა ფერფლსა, ვითა საკმეველს,
შევსწირავ სატრფოს, ჩემსა სალოცველს!

მისთ თვალთა ხარობს სამოთხე ჩემი,
მისი ღიმია შვების მომცემი,
ჩემი წარმწყმედი, მაცხონებელი,
განმაბრძნობელი, გამხელებელი!

ვით არ ვადიდო სიტურფის ღმერთა!
ყოვლნი კეთილნი მან შეიერთა,
სულსა მოჰბერა ცის ნიჭნი ქვეყნად
და თავის მკობად ქმნა იგი მგოსნად!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1469 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0