მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ / turme shen chemtvis uckho kofilkhar
11:21 AM თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ / turme shen chemtvis uckho kofilkhar
დღესაც მთელი დღე წვიმს განუწყვეტლივ და ირგვლივ ყველგან შავი ნისლია, ამ დროს ამბობენ_ ანგელოზები მიწას ზეციდან ჩამოტირიან...
ცა დაფარულა შავი ღრუბლებით, ვარსკვლავთ ძაძები შეუმოსიათ, ვიცი, რომ უკან არ დაბრუნდები, მაგრამ მაინც შენს მოლოდინში ვარ.
გულს შემოაწვა სევდა რამდენი... თითქოს გულშიდაც წვიმა მოვიდა, შავი ნისლივით მფარავს ნაღველი, ვიცი, ღიმილი არ გამომივა...
ტანზე მეცემა წვიმის წვეთები, თურმე შენ ჩემთვის უცხო ყოფილხარ, თვალებს მისველებს უკვე ცრემლები, ეს ანგელოზის ცრემლი როდია...
გაივლის დრო და ალბათ სულ მალე ნისლიც გაქრება, შავი ღრუბელიც, უწინდებურად გამოიდარებს, მაგრამ შენ მაინც არ დაბრუნდები
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1138 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|