მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - აღმართ-აღმართ / akaki tsereteli - aghmart-aghmart
11:36 AM აკაკი წერეთელი - აღმართ-აღმართ / akaki tsereteli - aghmart-aghmart
აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზე შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა.
მზემან სხივი მომაფინა მაშინა, სიცოცხლე გვრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა.
შემიდუღდა მაშინ სული და გული, იმ ნადუღში თვით მე ვიყავ დაგული.
გულმა ძგერა, სულმა შფოთვა დამიწყო, ჩანგმაც თვისი მე სიმები დამიწყო.
ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა, რომ დღეის-დღის ხმა ისმინოს გაისმა.
ცის მახლობლად ფეხქვეშ ვიგრძენ მიწა მე, ვსთქვი: „ცხვრებავ, მეც ერთ კაცად მიწამე!"
და ვიფიქრე: „ჩემი სატრფო სად არი? ნისლი ჰბურავს, თუ დღე უდგას სადარი?"
გავიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა! გამიკვირდა! ვსთქვი: „მტერს როგორ მონებდაი
მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!.. ალერსით მთვრალს ვერ უხილავს ისარი!"
მივაძახე: „ჭინჭარში ნუ ვარდები!.. ნუ გგონია იქ ია და ვარდები!
შეიბრალე თავი შენი, იცოდე! მაგ შარბათში საწამლავს ჰსვამ, იცოდე!"
არ მისმინა მწუხარებით დანაგულს, და დამასვა საუკუნოდ დანა გულს!
აღმართ-აღმართ მივდიოდი ნეტა რად, თუ მაღლობზედ თავს ვერ ვგრძნობდი ნეტარადი
ჩემო თავო! ვეღარ გკურნენ წამალით! დაღმართ-დაღმართ დაუყევი, წა მალით!
იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით, ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!
დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის! ხელდაკრებიფით განისვენე მარადის!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 2665 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|