Загрузка...
გიორგი დვალი - დაჩის / giorgi dvali - dachis - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:00 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » გიორგი დვალი - დაჩის / giorgi dvali - dachis


11:42 AM
გიორგი დვალი - დაჩის / giorgi dvali - dachis


რომ გაიზრდები,იქნებ არც ვიყო,
მაშ ახლა,ლექსად დაგიწერ "ანდერძს”…
ისე იცოდე-შენ ხარ "მამიკო”,
შენ ხარ ვის გამოც ვლოცულობ ამდენს.

იქნებ არც ვიყო,როცა პირველად,
მოგეჩვენება გზა სწავლის მწარედ,
ხოდა იცოდე-გზა გატკბილდება,
ცოდნა დაგიტკბობს "ცხოვრების არეს”.

შეგიყვარდება პირველად როცა
და ჩაეშვები მორევში ვნების,
გახსოვდეს,არ კმარა მარტოდენ კოცნა…
უდაო იქნება რჩევები დედის.

გამოიჩინე თავი სიკეთით,
არ გაერიო ავკაცობაში…
და ნუ იცხოვრებ მხოლოდ იმედით,
პირველი იყავ ძმაკაცომაში.

ისწავლე! გიყვარდეს! იჩხუბე…ოღონდაც,
ქართველის წმინდა ატარე სახელი,
უფალი "გიფარებს”,წმინდანთა ”კოლონაც”
და ვერ დაგჩაგრავს გზა-განსაცდელი.
………………………………………………..

ეს ისე, დავწერე სასხვათაშორისოდ,
ნუ შეშინდები,შენს გვერდით ვიქნები,
შენს ყოველ ნაბიჯს-დადგმულს შორიშორს,
მყარ ბურჯად,ხიდად შევეკიდები


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1400 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0