Загрузка...
გიორგი ბოგველი - მე მეფიქრებით / giorgi bogveli - me mefiqrebit - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:29 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » გიორგი ბოგველი - მე მეფიქრებით / giorgi bogveli - me mefiqrebit


11:58 AM
გიორგი ბოგველი - მე მეფიქრებით / giorgi bogveli - me mefiqrebit


თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ სიტყვები ჩამაშრა ყელში…
ახლა ღამეა… თამამად გეტყვით, რომ მეფიქრებით…
და, თუ ბოლოა…
ეგ ბოლო სიტყვა დამახალეთ მე საფეთქელში!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1193 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0