მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - თქვენი ჭირიმე / akaki tsereteli - tqveni chirime
12:02 PM აკაკი წერეთელი - თქვენი ჭირიმე / akaki tsereteli - tqveni chirime
ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!… ვიცინი, აღარ ვტირი მე. ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!…
ბევრი რამ მითქვამს… რომ მეთქვა, დავიმახინჯე პირი მე!.. ახლა არ გვგლეჯენ ენასა, - სთქვით რამე, თქვენი ჭირიმე!
"ასჯერ გაზომეთ და ერთჯერ გამოსჭერთ,” ახლაც ვყვირი მე. ნუ აჩქარდებით! ნურც შიშობთ, გამტკიცდით, თქვენი ჭირიმე!
ბევრი ვეცადე, ძირმწარეს ვერ გავუთხარე ძირი მე. ახლა კი თქვენი ჯერია, დაჰბარეთ, თქვენი ჭირიმე!
კუბოს კარამდე მისული რაღა ვარ, განაწირი მეი მაგრამ თან თქვენი იმედი მიმყვება, თქვენი ჭირიმე!
ნუ გამიმტყუნებთ იმედსა, ხომ ხედავთ, აღარ ვტირი მე! დრო მოდის - ერთად ვიცინოთ! ვიცინოთ, თქვენი ჭირიმე!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1333 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|