Загрузка...
აკაკი წერეთელი - ვაჟა ფშაველას / akaki tsereteli - vajha fshavelas - 7 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 7 » აკაკი წერეთელი - ვაჟა ფშაველას / akaki tsereteli - vajha fshavelas


12:04 PM
აკაკი წერეთელი - ვაჟა ფშაველას / akaki tsereteli - vajha fshavelas


ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!

ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
შენ დამიხატე ის მხარე
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.

და რაც არ გადმოგიცია
მის შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.

ვიცი, რომ ფშავლის სოფელი
წმინდაა, მაღალ მთისაო,
ენა - მეტყველი სიმართლის,
გულ-მკერდი - ფოლადისაო.

წინეთ რომ ხმალი უჭრიდათ,
სადღეისოდ სჭრის კალამი…
გადაეც ბარის მგოსნისგან
მთიულებს ძმური სალამი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1334 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, ლექსები, პოეზია, პოეტი, leqsebi, poeti, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0